საზაფხულო სკოლა მოსწავლეებისათვის!
სსიპ ქალაქ მცხეთის N1 საჯარო სკოლის რუსული ენის პედაგოგები ორგანიზებას უწევენ საზაფხულო სკოლას, რომელშიც 12-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები საინტერესოდ, სახალისოდ და შემეცნებითად გაატარებენ საზაფხულო არდადეგებს.
საზაფხულო სკოლა ხელს უწყობს ბავშვებს შეიძინონ ახალი უნარები, გახდნენ უფრო დამოუკიდებლები, გაიცნონ და დაუმეგობრდნენ თანატოლებს.
საზაფხულო სკოლაში ბავშვები რუსული ენის პედაგოგების მეთვალყურეობით გამოცდიან საკუთარ შესაძლებლობებს და შეიძენენ მნიშვნელოვან ცოდნას, რომელიც მომავალში წარმატების მიღწევის წინაპირობა გახდება.
სწავლა-სწავლება წარიმართება კომფორტულ, თანამედროვე ტექნიკური ბაზითა და კომპიუტერებით აღჭურვილ საკლასო ოთახებში.
მიეცით თქვენს ბავშვს შანსი, რომ შეაბიჯოს საზაფხულო სკოლის საოცარ სამყაროში!
საზაფხულო სკოლაში
ბავშვებს ელოდებათ
⦁ ახალი ნაცნობობა თანატოლებთან;
⦁ საინტერესო და სახალისო გუნდური სამუშაო;
⦁ ნათელი შთაბეჭდილებები და ემოციები;
⦁ საკუთარი ნამუშევრების შედეგები;
პროგრამის ფარგლებში შეიმეცნებენ:
რუსულ ენაზე საუბარი არც ისეთი რთული ჩანს, თუ მას თამაშ-თამაშით ისწავლით! სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამის საშუალებით თქვენი შვილი ნაცნობი ნაბიჯებით აქამდე უცნობ სამყაროში შეაბიჯებს!
პიროვნული განვითარება
გაკვეთილებზე ბავშვები განივითარებენ კრეატიული აზროვნების, არასტანდარტული გადაწყვეტილების მიღების, კომუნიკაციის დამყარებისა და გადაწყვეტილებების პასუხისმგებლობით მიღების უნარებს.
მიღების პირობები
2017 წლის საზაფხულო სკოლის
სწავლის გრაფიკი:
22.06 - 14.07
11:00-დან 15:00 საათამდე
არავითარი სირთულეები სწავლის პროცესში, ამის ნაცვლად - სრულფასოვანი დასვენება, გაჯერებული საინტერესო და ხალისიანი გაკვეთილებით. საზაფხულო სკოლის პროგრამა გაძლევს შესაძლებლობას გამოსცადო თავი სხვადასხვა მიმართულებით.
არდადეგები - ეს ხომ არის დრო ექსპერიმენტებისთვის, ახალი შთაბეჭდილებებისთვისა და საკუთარი ნიჭის გამოვლენისთვის.
ყველა გაკვეთილი ტარდება ქალაქ მცხეთის N1 საჯარო სკოლაში.
საზაფხულო სკოლა - ეს არის სასარგებლო და სასიამოვნო არდადეგები!