понедельник, 15 января 2018 г.

რუსული ენის წრე - საწრეო მუშაობა და სამუშაო გეგმა


საწრეო მუშაობა რუსულ ენაში

შემდგენელი: მცხეთის 1-ლი საჯარო სკოლის რუსული ენის უფროსი მასწავლებელი

ლუბა სოსელია

2017-2018 სასწავლო წელი


საწრეო მუშაობის პროგრამა შედგენილია ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით.
საწრეო მუშაობაში სხვადასხვა ელემენტის გამოყენება სავალდებულოა.
სათამაშო ელემენტების ჩართვამ არ უნდა დააქვეითოს აღნიშნული წრის საგანმანათლებლო, განმავითარებელი, აღმზრდელობითი როლი.

საწრეო მუშაობის პროგრამა საშუალებას იძლევა დავანახო მოსწავლეებს, როგორი მრავალფეროვანია სიტყვის, რუსული ენის გრამატიკის სამყარო. ეს უმნიშვნელოვანესია მოსწავლეთა სასწავლო ინტერესის ფორმირებისთვის. გრამატიკის შესწავლის პროცესში ბავშვები გაიგებენ, რომ სიტყვები სწავლისა და ყურადღების ღირსნი არიან.

გრამატიკისადმი ინტერესის ზრდამ უნდა გააღვივოს მოსწავლეებში რუსული ენის ცოდნისადმი სწრაფვა, გამოთქმა კი - სრულყოს.
რუსული ენის ცოდნა ქმნის პირობებს სხვა საგნების წარმატებით ათვისებისთვის. ენის კარგი ფლობის გარეშე შეუძლებელია ნებისმიერი შემეცნებითი საქმიანობა. ამიტომ გაკვეთილებზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა დავალებებს, რომლებიც მიმართულია ენის შეგრძნების განვითარებისკენ.

საწრეო მუშაობის შინაარსი და მეთოდები მოსწავლეებს ეხმარება იმ მყარი ცოდნისა და უნარების შეძენასა და გამყარებაში, რომლებიც მათ მიიღეს რუსული ენის გაკვეთილებზე, უზრუნველყოფს განვითარების, აღზრდისა და სწავლის ერთიანობას.
საწრეო მუშაობის წარმატებით წარმართვისთვის გამოიყენება სხვადასხვა სახეობის სამუშაო: სათამაშო ელემენტები, თამაშები, დიდაქტიკური და და განსხვავებული თემები, ანდაზები და გამონათქვამები, გრამატიკული დავალებები, ტექსტები, რომლებშიც სავალდებულოა აზრობრივად საჭირო სიტყვების მისადაგება, ტექსტის წაკითხვა და ზუსტი პასუხის გაცემა - “да”, “нет”, წინადადების დასრულება, ერთმანეთის დახასიათება (გარეგნობა, ხასიათი, სამოსი), შესწავლილ თემაზე ესეს დაწერა. ეს მასალა ხელს უწყობს რუსული ენის ადვილად ათვისებასა და დამახსოვრებას.

ჩემ მიერ შედგენილი საწრეო მუშაობის პროგრამის აუცილებლობა განპირობებულია ბავშვების სურვილით, გაიგონ ახალი რუსულ ენაზე.

საწრეო მუშაობის მიზანი და ამოცანები
მიზანი: რუსულ ენაში მოსწავლეთა ცოდნის გაფართოება, გაღრმავება და გამყარება, ბავშვებისთვის იმის ჩვენება, რომ გრამატიკა არაა დასამახსოვრებლად მოსაწყენი და რთული წესების ერთობლიობა, ასევე, რუსულ ენაში სასიამოვნო მოგზაურობა.
ამოცანები:
სასწავლო:
·         რუსული ენისადმი, როგორც სასწავლო საგნისადმი ინტერესის გაზრდა
·         რუსული ენის გრამატიკისადმი ცოდნის, უნარ-ჩვევების შეძენა
·         მოსწავლეებში რუსული ენის დამოუკიდებელი შემეცნების მოთხოვნილების გაღვივება
·         რუსული ენის სწავლის მოტივაციის განვითარება
·         შემოქმედებითი განვითარება და სიტყვების მარაგის გამდიდრება
·         მოსწავლეთა ზოგადი ენობრივი განვითარების სრულყოფა
·         ლიტერატურულ ენაზე წარმოდგენებისა და ცოდნის გაღრმავება და გაფართოება
აღმზრდელობითი:
v  წიგნთან ურთიერთობის კულტურის აღზრდა
v  მოსწავლეებში მრავალმხრივი ინტერესების, აზროვნების კულტურის ფორმირება და განვითარება

განმავითარებელი:
Ø  აზროვნების განვითარება
Ø  მოსწავლეთა დაინტერესება დამოუკიდებელი კვლევითი საქმიანობით
Ø  სხვადასხვა ლექსიკონის გამოყენების უნარის განვითარება
Ø  წიგნთან მუშაობისას ინდივიდუალური და ჯგუფური საქმიანობის ორგანიზაციის სწავლა
გაკვეთილებზე მოსწავლეთა საქმიანობის ორგანიზება ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:
1.      დაკავებულობა
2.      მეცნიერული მიდგომა
3.      გათვითცნობიერება და აქტივობა
4.      ხელმისაწვდომობა
5.      თვალსაჩინოება
6.      თეორიის კავშირი პრაქტიკასთან
7.      მოსწავლეებთან ინდივიდუალური მიდგომა

საწრეო მუშაობა იძლევა თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომის საშუალებას მისი შესაძლებლობების, ცხოვრებისეული და შემეცნებითი ინტერესების გათვალისწინებით. საკლასო გაკვეთილებისგან განსხვავებით, საწრეო მუშაობისას მოსწავლეები ცოტას წერენ და ბევრს საუბრობენ.


საწრეო მუშაობის წარმართვის ფორმები:
·         პრაქტიკული გაკვეთილები თამაშის ელემენტებით, დიდაქტიკური და მრავალფეროვანი მასალებით, ანდაზებითა და გამონათქვამებით, რითმებით, რებუსებით, კროსვორდებით, თავსატეხებით
·         ტექსტების დათვალიერება და ანალიზი
·         ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობა ლექსიკონის დახმარებით

მოსწავლეთა ინტერესი გამყარებულია გაკვეთილში შემოქმედებითი ელემენტის შეტანით: კროსვორდების, რებუსების დამოუკიდებლად შედგენა.
თითოეულ გაკვეთილში დაცულია სამი ნაწილი:
1.      სათამაშო
2.      თეორიული
3.      პრაქტიკული
ძირითადი მეთოდები და ტექნოლოგიები
·         სხვადასხვასაფეხურიანი სწავლის ტექნოლოგია
·         განმავითარებელი სწავლა
·         თანამშრომლობითი სწავლის ტექნოლოგია
·         კომუნიკაბელური ტექნოლოგია

მეთოდიკებისა და ტექნოლოგიების არჩევანი განპირობებულია სწავლის დიფერენციაციითა და ინდივიდუალიზაციით, რომელთა მიზანია უნივერსალური სასწავლო მოქმედებებისა და მოსწავლის პიროვნული თვისებების განვითარება.

პროგრამა გათვლილია ერთ წელზე. გაკვეთილები ჩატარდება კვირაში ერთხელ. თითო გაკვეთილის ხანგრძლივობა - ერთი საათი.







რუსულ ენაში საწრეო მუშაობის თემატური პროგრამა

N
საწრეო მუშაობის თემა
საათების რაოდენობა
საწრეო მუშაობის ჩატარების თარიღი
შენიშვნა
1-2
დუმილისა და უცნობი ხმების სამყაროში
3სთ.
26.01.2018.
02.02.2018.
09.02. 2018
რუსული ანბანი - ნიშნები და ასოები
3
ასო-ბგერა «и»- მართლწერა შიშინა ასოების (г, к, х) შემდეგ
ასოების: о, е მართლწერა შიშინა ასოების შემდეგ
3სთ.
16.02.2018.
23.02. 2018.
02.03. 2018.

მართლწერა -  ги, ки, хи, ж, ш, ч, щ – о, е
4
ასოების: ъ, ь მართლწერა
2სთ.
16.03.2018.
23.03. 2018
ნიშნების მართლწერა - ь, ъ
5
მართლწერა წინდებულებში  з/с
წინდებულების: «пре», «при» მართლწერა
2სთ.
06.04.2018.
13.04. 2018
з/с - მართლწერა წინდებულებში раз/рас, вз/вс, без/бес
6
მუშაობა სქესის დაბოლოებებზე (არსებითი სახელები)
2სთ.
20.04.2018.
27.04. 2018
ვიდეო «времена года»
7
ნორმატიული ლიტერატურული გამოთქმის სამყაროში
ტექსტის კითხვა
ტექსტების, ლექსების კითხვა.
 весна в окно стучится

3სთ.
04.05. 2018.
11.05.2018.
18.05.2018.
მოთხრობა: «Листок весной», «листок летом», „листок осенью»

ლექსები
8
მახვილის მნიშვნელობა რუსულ ენაში
ტექსტის კითხვა

3სთ.
25.05.2018.
01.06. 2018.
08.06. 2018.
სუტეევის ზღაპრის «Мышонок и карандаш» კითხვა
ვიდეო «Мышонок и карандаш» www.youtube.com/watch?v=fiGwy0p3SBY
9
სიტყვების ქვეყანაში (ომონიმები, სინონიმები, ანტონიმები)
2სთ.
28.09.2018.
05.10. 2018.

10
ფრაზეოლოგიზმები, ანდაზები, გამონათქვამები
2სთ.
12.10.2018.
19.10.2018.

11
გასართობი დავალებები რუსულ ენაში თემაზე: «Морфология»
თამაში Веселая грамматика
1სთ.
26.10.2018.

12
არსებითი სახელი (საკუთარი და საერთო, სულიერი და უსულო)
1სთ.
02.11.2018.

13
მუშაობა სქესის დაბოლოებებზე (ზედსართავი სახელები)
1სთ.
09.11.2018.

14
რიცხვი: მხოლობითი და მრავლობითი
1სთ.
16.11.2018.

15
ბრუნვითი დაბოლოებები
2სთ.
23.11.2018.
30.11.2018.

16
შეცდომების სამეფოში
შემოქმედებითი სამუშაო: «Я работаю корректором» - შეცდომების პოვნა დიქტანტში
გაზეთის გამოშვება - „Юный лингвист“
1სთ.
07.12.2018.

17
შემაჯამებელი გაკვეთილები
2სთ.
14.12.2018.-21.12.2018.





პროგრამის რეალიზაციისთვის აუცილებელი საშუალებები:
·         ლინგვისტიკური ლექსიკონების ქონა
·         ბარათების ქონა თამაშებითა და დავალებებით
·         გაკვეთილებზე მუშაობისთვის საჭირო ტექსტების ქონა











ლიტერატურის სია


1. Волина В. В. Веселая грамматика. М.: Знание, 1995 г.
2. Занимательная грамматика. Сост. Бурлака Е. Г., Прокопенко И. Н. Донецк. ПКФ “БАО”, 1997 г.
3. Полякова А. В. Творческие учебные задания по русскому языку для учащихся 1-4 классов. Самара. Издательство “Сам Вен”, 1997 г.
4. Рик Т. Г. Доброе утро, Имя Прилагательное! М.: РИО “Самовар”, 1994 г.
5. Рик Т. Г. Здравствуйте, Имя Существительное! М.: РИО “Самовар”, 1994 г.
6. Рик Т. Г. Здравствуй, дядюшка Глагол! М.: РИО “Самовар”, 1995 г.
7. Сборник загадок. Сост. М. Т. Карпенко. М., 1988 г.
8. Цаава В.К., Гаспаришвили В.И. «Русский язык. Тбилиси «Просвещение», 2001г.
9. Тулеев «Времена года» https://www.youtube.com/watch?v=5qqbE1HMm08 
10. «Мышонок и карандаш» www.youtube.com/watch?v=fiGwy0p3SBY
11. რუსული ენის V კლასის სახელმძღვანელო. Москва, «Просвещение», 1989 .


Комментариев нет:

Отправить комментарий