пятница, 22 июня 2018 г.

წრის მუშაობის ფოტო მასალა და მოკლე ანოტაცა


რუსულ ენაში საწრეო მუშაობა
ლუბა სოსელია

1-2. თემასდუმილისა და უცნობი ხმების სამყაროშიდათმობილი აქვს 3 საათი. მეცადინეობა ჩატარდა: 26.01.2018, 02.02.2018, 09.02.2018-ში. ბავშვები მუშაობდნენ ჯგუფებში. მოსწავლეები სწავლობდნენ რუსუ ენის ასოებსა და ნიშნებს დიდი ხალისით, პრაქტიკული დავალებებისა და თვალსაჩინოებების დახმარებით. (ფოტო მასალა)

3. მოსწავლეებმ ისწავლეს ასო-ბგერა “и”. ამ გაკვეთილმა დააინტერესა ბავშვები. ისინი დავალებას ასრულებდნენ წერილობით. მუშაობა მიმდინარეობდა ინდივიდუალურად. მოსწავლეებს დაურიგდათ ფურცლები ლექსებით, რომლებშიც მათ უნდა მიეწერათ ასო-ბგერა “и”.

4. სიტყვებში რბილი და მაგარი ნიშნების წერა ბავშვებისთვის რთულია, რადგანაც არც ქართულ და არც ინგლისურ ენებში არაა ასეთი ნიშნები. მაგრამ, ჩემ მიერ შედგენილი გრამატიკული სქემის დახმარებით, მოსწავლეები ადვილად გაუმკლავდნენ დავალებებს.

5. წინდებულები “пре”, “при” გამოთქმისას რთულად განსასხვავებელია. სავალდებულოა წესების ცოდნა. გრამატიკული სქემების, თვალსაჩინოებების, თამაშის, პრაქტიკული დავალებების გამოყენებით, მოსწავლეები გაერკვნენ მასში. ბავშვები მუშაობდნენ ჯგუფებში. ერთნი იყვნენ წინდებული ”пре”, მეორენი - “при”.

6. სქესი თამაშობს დიდ როლს რუსული ენის გრამატიკაში. ამ გაკვეთილს დაეთმო 2 საათი. მოსწავლეებმა ინდივიდუალური მუშაობი კარგად აითვისეს მასალა და სქესების გრამატიკული სქემების გამოყენებით სწორად და ხალისიანად შეასრულეს დავალება, რაც ჩანს ვიდეომასალაში.

7-8. თემა - ტექსტების, ლექსების, ზღაპრების კითხვა. მოსწავლეები კითხულობდნენ ტექსტებს, რათა დაცვა რუსულ ენაში ტექსტის კითხვისას გამოთქმისა და მახვილის სწორად დასმის წესები. მოსწავლეები კითხულობდნენ ზღაპრებს: სუტეევი “Мышонок и Карандаш”, “Три медведя”, მოთხრობებს: “Листик весной, летом, осенью,”, “предмайское утро” და სხვა. მოსწავლეები სწორად სვამდნენ მახვილს, მსჯელობდნენ.













Комментариев нет:

Отправить комментарий